GPB ეგზიტპოლის მონაცემებზე

13 ოქტომბერი 2016, 00:00 2012 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საერთაშორისო კომპანია ,,თიენესის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს: ციტატა: ,,ცესკო-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ნათელი გახდა, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ თიენეს-მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება”. განცხადებაში წერია, რომ  მაუწყებელი ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი