ბანკზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს

21 ოქტომბერი 2020, 16:34 1062 ნახვა

თავდამსხმელი, რომელიც ''საქართველოს ბანკში'' შეიჭრა ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში საუბრობს. მისი თქმით, თავდამსხმელი თანხის მიტანას და ბანკის ვერტმფრენის საშუალებით დატოვებას მოითხოვს. არის მეორე ვერსიაც, ის შენობიდან მძევლებთან ერთად გავა. 

ამ ეტაპზე შენობაში 19 ადამიანი იმყოფება. ისინი ერთ საათზე მეტია თავდამსხმელს ოთახში ჰყავს გამოკეტილი და თავადაც იქ იმყოფება. 

თავდამსხმელი შეიარაღებულია. კადრებში ჩანს, რომ მას სახეზე შავი ნიღაბი უკეთია და უჭირავს იარაღი. 

მოთხოვნების გაჟღერებას გამტაცებელი მძევალს ავალებს. მისი თქმით, თუ პირობებს შეასრულებენ უსაფრთხოების გარანტიას მისცემს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში