კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა აჭარაში

21 ოქტომბერი 2020, 15:04 1167 ნახვა

ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს აჭარაში დაფიქსირდა, გარდაცვლილია შვიდი კოვიდ-ინფიცირებული. ოთხი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კორონავირუსის სულ 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. ჯამში, კოვიდ კლინიკებში 637 პაციენტი მკურნალობს, მათგან 30 ორსული, 24 კი არასრულწლოვანი. რეანიმაციაში მოთავსებულია 84 პაციენტი, მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში