ზღვისპირა პარკებში გაფართოებული ტესტირება იწყება

21 აგვისტო 2020, 18:05 2268 ნახვა

ბათუმსა და ქობულეთში გაფართოებული ტესტირება დაახლოებით ერთ საათში დაიწყება. ბულვარში კოლონადებთან და აჭარულის სახლის მიმდებარედ სამედიცინო საველე კარვები დგას. მესამე კარავი კი ქობულეთში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზეა მოწყობილი.  გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება შეუძლია. დღეიდან სავალდებულოა სანაპირო ზოლში მდებარე კაფე- ბარებსა და ბუნგალოებში დასაქმებული თანამშრომლების გატესტვა კოვიდ-19 ზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი