კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა - გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:09 1642 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა.

ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე არ დააკონკრეტა თუ სად გარდაიცვალა 30 წლამდე ინფიცირებული. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის კლინიკაში მკურნალობდა და ამ შემთხვევას კლინიცისტები სწავლობენ.

"სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 14 გარდაცვლილიდან ძირითადად ხანდაზმულები არიან, თუმცა, ერთი არის 30 წლამდე პირი. კონკრეტულად სად გარდაიცვალა, რა მიზეზით ეს კლინიცისტების მიერ ირჩევა და ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას. დანარჩენი ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში