კოვიდ სტატისტიკა საქართველოში

20 ოქტომბერი 2020, 11:20 535 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 19857 გახდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი-425, აჭარა-193, იმერეთი-372, გურია-21, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 27, ქვემო ქართლი-53, შიდა ქართლი-64, მცხეთა მთიანეთი-18, კახეთი-3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი-9.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1420 პირი.

საქართველოს მასშტაბით მძიმე პაციენტია 341, აქედან თბილისში განაწილებულია 172 პირი, აჭარაში 69.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში