დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მოწოდების მიუხედავად შეკრებები მაინც გრძელდება და 22:00 საათის შემდეგ მოქალაქეები თბილისის ნაცვლად მცხეთაში იკრიბებიან.
„პირბადეზე უკეთესი არაფერია, ყველაზე კარგად იცავს, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ, შინ და გარეთ ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, გადაინაცვლა ქეიფებმა ახლა თბილისიდან 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში. არ შეიძლება ამის კეთება, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ვეთამაშებით ცეცხლს, ამ შეკრების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა ამ წესს დამერწმუნეთ რომ შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.