კოვიდინფიცირბულები ხმას გადასატანი ყუთით მისცემენ

19 ოქტომბერი 2020, 12:35 1159 ნახვა

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან 31 ოქტომბრის არჩევნებზე გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ,ბრიფინგზე განაცხადა, რომ იზოლაციაში მყოფი მოქალაქეებს, მოთხოვნის შემთხვევაში,სპეციალური ჯგუფები ბინაზე მიაკითხავენ. მისივე განმარტებით, ხმების დათვლა მოხდება უბანზე და არა საკარანტინე სივრცეებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან,საარჩევნო ყუთის მიტანას,ამასთან თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი ყუთის მომსახურების მოთხოვნით.

საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზება, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის ცალკე საარჩევნო უბნის გახსნასა და სპეციალური ჯგუფების საშუალებით მობილური ყუთების მომსახურება, უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე იქნება აღჭურვილი შესაბამისი ეკიპირებით. ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია.

სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან რაც მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა და სამედიცინო დაწესებულებში, არამედ ცალკე სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც პროცესის გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს”- განაცხადეს ბრიფინგზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი