კოვიდ სტატისტიკა საქართველოში

19 ოქტომბერი 2020, 11:06 1621 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1186  ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 18663  გახდა. ინფორმაცია განახლებული სტატისტიკის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი-469, აჭარა-360, იმერეთი-99, ქვემო ქართლი-78, შიდა ქართლი-15, სამეგრელო-ზემო სვანეთი -73, კახეთი-46, გურია-25, მცხეთა-მთიანეთი-14, სამცხე-ჯავახეთი-7.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში კიდე 7 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში 143 გარდაცვალების შემთხვევაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში