საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდა. უარყოფითი დინამიკით თბილისი ლიდერობს, რომელსაც აჭარა მოსდევს. ინფიცირების განსაკუთრებული მატების გარდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი, 3 ბათუმში.
ოთხნიშნა კოვიდ შემთხვევებს, რეკომენდაციების დაუცველობას უკავშირებენ ეპიდემიოლოგები და ამბობენ, რომ სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. თუმცა ხვალიდან, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში სწავლა აუდიტორიებში განახლდება. კოვიდ 19-ის, 18 ოქტომბრის სტატისტიკაზე, თამილა ზოიძე მუშაობდა.