სანაკრებო შესვენების შემდეგ საქართველოში საკლუბო ფეხბურთი განახლდა. დღეს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ბათუმის ''დინამო'' თბილისის ''საბურთალოს'' ეწვევა.
12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელებს 23 ქულა აქვთ და ჩემპიონატს ლიდერობნენ , ''საბურთალოს'' კი 11 შეხვედრაში 20 ქულა აქვს. შეხვედრის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14:30 საათზე დაიწყება.
მატჩის გამო მთავარის 15 საათიანი გამოშვება ეთერში არ გავა. ჩვენი არხის მაყურებელი ამ შეხვედრას პირდაპირ ეთერში ნახავს.