პრემიერის განცხადებით არჩევნების გადადება არ იგეგმება.
გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემია გლობალური გამოწვევაა, რამაც მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს.
"რაც შეეხება არჩევნებს, დღეის მდგომარეობით, არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ამაზე ფიქრიც კი არ არის. ეს ოფიციალური პოზიციაა. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება.
არავის გვეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება. რესტრონების მუშაობის შეზღუდვითაც კი, ინფიცირებულების ზრდა არ შეჩერდება, უბრალოდ, ჩვენ ამით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ დროზე, რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ეს მოგვეხმარება ამ სისწრაფის კონტროლში. ყველაზე უფრო ქმედითი ინსტრუმენტია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. რაც უფრო მეტი პირბადე იქნება ქალაქში და მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ