ფრენები ეტაპობრივად აღდგება როგორც თბილისის ასევე ქუთაისის აეროპორტიდან - გახარია

15 ოქტომბერი 2020, 14:01 1532 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება.

მისივე განმარტებით, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება მოხდება.

„მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის შესახებ, მაგრამ ფრთხილად. პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ საფრანგეთის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებით, პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებებზე რეისების დამატება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების შესაძლებლობას ევროპაში, ასევე ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს და მოგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში.

ამასთან, ნოემბერში, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება, როგორც თბილისის მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი