გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 14440 გახდა. გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია: აჭარა -286 , თბილისი-366, იმერეთი -104, სამეგრელო ზემო სვანეთი-57, ქვემო ქართლი-44, შიდა ქართლი-21, კახეთი-13, გურია -13, მცხეთა მთიანეთი -11, რაჭაში-1.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს შეადგენს.