ამ წუთებში ბათუმში ევროპის მოედანზე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით აქცია მიმდინარეობს.
ასე ხელვაჩაურის მერის ქმედებას აპროტესტებენ, რომელმაც ონლაინგამოცემა ,,ბათუმელების“ ჟურნალისტს აგინა, მაშინ როცა კორესპონდენტი ჯუმბერ ვარდმანიძესთან სატელეფონო ინტერვიუს წერდა.