საპროტესტო აქცია - ბუთურაულის მცხოვრებლები განსახლებას ითხოვენ

13 ოქტომბერი 2020, 18:09 2883 ნახვა

საპროტესტო აქცია შუახევში. სოფელ ბუთურაულის მოსახლეობა წლების წინ დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიურ შესწავლასა და განსახლებას ითხოვს. სოფელში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე 25 ათასლარიანი კომპენსაცია არასამართლიანად გაანაწილა. შუახევის მერიაში სატელევიზიო კომენტარზე უარი გვითხრეს და განმარტება წერილობით მოგვაწოდეს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სოფელ ბუთურაულში გეოლოგებმა შეისწავლეს ყველა ოჯახი, ზოგიერთი კი განმეორებითაც.

ამასთან, 22 ოჯახი დაკმაყოფილდა 25 000 ლარიანი კომპენსაციით, 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, 5 ოჯახს კი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე სახლის აღდგენა- გამაგრებაზე გაეწია დახმარება.

ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი იმ ოჯახების დახმარების საკითხი, რომელთა მდგომარეობის შესწავლა მერიის მტკიცებით, ჯერ კიდევ გრძელდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი