აჭარაში კორონავირურუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

12 ოქტომბერი 2020, 18:23 3913 ნახვა

აჭარაში ბოლო 24 საათში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 55 წლის კაცი კლინიკა „მედინაში“ კრიტიკული მდგომარეობით-სუნთქვის მწვავე უკმარისობითა და გულის ქრონიკული უკმარისობითა შეიყვანეს, პაციენტს მედიკოსების განმარტებით, ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც, კორონავირუსი კი კლინიკაში შეყვანის შემდეგ დაუდგინდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაციენტი აჭარაში საწოლების უკმარისობის გამო გორში გადაჰყავდათ,რაზეც რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე აცხადებს, რომ პაციენტი მძიმედ იყო, რის გამოც მისი ტრანსპორტირება არ დაუგეგმავთ, ადგილების რაოდენობა კი მისივე განმარტებით, საკმარისია. დანარჩენი სამი კოვიდინფიცირებული კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში მართვით სუნთქვაზე კიდევ 5 კრიტიკული პაციენტია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში