საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან

12 ოქტომბერი 2020, 18:06 1558 ნახვა

ტურიზმის სექტორში დასაქმებულები, მიკროავტობუსების მძღოლები, ასევე ადამიანები, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახურები დაკარგეს აქციას მართავენ ამ წუთებში აჭარის მთვარობის ადმინისტრაციასთან. მათ ქობულეთიდან საოჯახო სასტუმროების მფლობელები შეუერთდნენ, რომლებმაც საბანკო დავალიანებების გადავადების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ქობულეთში რამდენჯერმე გამართეს. მსგავსი მოთხოვნებით აქცია ბათუმში გასულ კვირასაც გაიმართა, მაგრამ მაშინ პროტესტი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ შეწყდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი