„სათავგადასავლო რალი“ - ასეთი სახელწოდება აქვს ქალთა პირველ რალი რეიდს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 11 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს. სტარტს რალის მოყვარულები თბილისში აიღებენ და ბათუმში დასრულდება.
ავტომოყვარულები საქართველოს გარშემო 6 დღის განმავლობაში დაახლოებით 1 500 კილომეტრს დაფარავენ. ეკიპაჟი ორწევრიანია: ან ორივე იქნება ქალი ან კაცი და ქალი. წელს სტარსტ აიღებს 30 მონაწილე ანუ 15 ეკიპაჟი. ტურნირის მიზანია შექმნას უგზოო ავტორბოლაზე ახალი ხედვა და რბოლა სიჩქარისა და წამზომის გარეშე.
მონაწილეებმა რუქების და სასურველი ნავიგაციის სისტემის გამოყენებით უნდა იპოვონ საკონტროლო პუნქტები, სადაც მაქსიმალურად მცირე დისტანციის დაფარვით მივლენ. ღონისძიებას ასევე აქვს ჰუმანიტარული დანიშნულებაც - სოფლებში ბავშვებსა და ქალებს წიგნებს, სათამაშოებს, ტანსაცმელსა და ჰიგიენურ საშუალებებს დაურიგებენ.