ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაცია ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 257-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 163 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ვირუსს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 829-აა.