შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

11 ოქტომბერი 2020, 12:35 1476 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა ფინანსთა სამინისტროს 430 თანამშრომელს. საბაჟო დეპარტამენტის ეპიდემიოლოგების მიერ, პირველი ოქტომბრიდან ცხრა ოქტომბრის ჩათვლით, მიზნობრივი ტესტირება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების 6 521 მძღოლს ჩაუტარდა. ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი