ცესკოს მორიგი დადგენილება

10 ოქტომბერი 2020, 20:15 1280 ნახვა

დამკვირვებლებმა, მედიისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა არჩევნების დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობამდე 14  დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ - ასეთია ცესკოს ახალი დადგენილება. საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები, დამკვირვებლები, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებული არიან 18 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში.

ისინი საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის დილის 7 საათზე. დადგენილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები, დამკვირვებლები, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები ვალდებული არიან 29 ოქტომბერს ჩაიტარონ PSR ტესტი. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ სავალდებულო კარანტინის გავლისა და ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი