საქართველო-აზერბაიჯანს შორის, საზღვრის დადგენის საკითხზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების თქმით, დაკავებულები, მძევლები არიან.
საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, პროკურატურის ბრალდებით, კომისიის 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.