აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 199 კოვიდ დადებითი პაციენტი.
მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 4 აჭარას უკავშირდება.
„მაქვს ინფორმაცია ოთხ გარდაცვლილზე, ოთხივე აჭარაში მკურნალობდნენ, ესენი არიან ქალბატონები 65, 76, 80 და 90 წლის, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
აჭარაში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის: - 539 პაციენტი, 13 არასრულწლივანი, 22 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 45 პაციენტი.
Covid სასტუმროებში რჩება 895 პირი, აქედან 93 არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.