დარჩებიან თუ არა პატიმრობაში დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები?

08 ოქტომბერი 2020, 17:53 1369 ნახვა

ცოტა ხნის წინ ჩაინიშნა სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 18 საათსა და 45 წუთზე გაიმართება სხდომა, რომელზეც გადაწყდება დარჩებიან თუ არა ბრალდებულები პატიმრობაში. სადელიმიტაციო კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით უახლოეს საათებში მიმართავს. ბრალდების მხარე მათი პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმე აბსურდულია და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი