თეა წულუკიანმა მთავრობის შემადგენლობა დატოვა

08 ოქტომბერი 2020, 13:42 1310 ნახვა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის შემადგენლობა დატოვა. ის დღეს არც მთავრობის სხდომას ესწრებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე 8 წლიანი ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში.

„ასევე მინდა ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც ქალბატონმა თეამ მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყანას განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმები დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რაც მთავარია, მთლიანად სისტემის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, ის, რომ დღეს საქართველოში გვაქვს არასრულწლოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო კოდექსი, არის ქალბატონი თეას დამსახურება, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებები უკავშირდება თეა წულუკიანის სახელს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო პარლამენტში, სადაც, დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა ასევე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში