საოჯახო სასტუმროების მიმართვის შემთხვევაში, ბანკები მზად არიან სესხების გადავადების საკითხი განიხილონ - თურნავა

08 ოქტომბერი 2020, 12:37 1425 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს სესხების რესტრუქტურიზაციის სურვილი ექნებათ და ბანკებს მიმართავენ, კომერციული ბანკები მზად არიან სესხების გადავადების საკითხი კვლავ განიხილონ.

"გუშინ მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ონლაინ შეხვედრა წამყვან ბანკებთან და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან იქ არის სხვადასხვა გარემოება, რაც მნიშვნელოვანია ბანკისთვის. მთლიანობაში, არის მზადყოფნა, რომ თუ მიმართავენ სასტუმროები, ბანკები მზად არიან, კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში