სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმია ქალაქ სტეფანაკერტს რაკეტებით ბომბავდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს დილით აზერბაიჯანის არმიამ სამხრეთის მიმართულებით თავდასხმის დაწყება სცადა, თუმცა შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი ჯარისკაცი, სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი დაკარგა და ბატალიონის ჯარისკაცები ჯებრაილის პოსტებიდან გაიქცნენ. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ სამხრეთის საბრძოლო ზონაში აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.