კორონავირუსის მართვაში ჩართული მედპერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს - ტიკარაძე

07 ოქტომბერი 2020, 14:17 1425 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კორონავირუსის მართვაში ჩართულ მედპერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს. მისივე განცხადებით, მოხდა ექიმების ჯგუფებად და გუნდებად დაყოფა.

"დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში ეხება ექიმებს, რომლებიც არიან ჩართულები კოვიდკლინიკებში. მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის გადაწყვეტილება. დეტალურად მოხდა გათვლა სახელფასო ფონდის და იმ ექიმების, რომლებიც არიან ჩართულები. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებათ. ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ ექიმთა და უმცროს ექიმთა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების, რომლებიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, გარდა ამისა, ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც არის თითეოული ექიმის საბაზრო ღირებულება საათობრივ ანაზღაურებაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, იგეგმება სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს მომსახურების უწყვეტობა.

„გამომდინარე იქედან, რომ უკვე 30-ზე მეტი, 40-მდე კლინიკა გვაქვს ჩართული „კოვიდის“ მართვაში და ძირითადად ჩვენი გადაწყვეტილება ემყარებოდა მრავალპროფილური კლინიკების ჩართვას, ვინაიდან ვიცით, რომ „კოვიდის“ მართვაში გაფრთხილებები გვაქვს სხვადასხვაგვარი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, არჩევანი გაგვეკეთებინა მრავალპროფილურ და მეტად მასშტაბურ, მოცულობით საავადმყოფოებზე. იგეგმება სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოზე, რათა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სერვისის უწყვეტობა საქართველოს გეოგრაფიულ ნებისმიერ ერთეულში.

ჯანმრთელობის ეროვნულო სააგენტო 15 რიცხვიდან გახსნის პორტალს. კლინიკებს მიეცემათ საშუალება, რომ ჩარევები, რომლებსაც ისინი დღემდე არ ახორციელებდნენ, შესაძლებელი გახდეს ამ მიმართულებით ჩართვა. შექმნილია კომისია, რომელიც დეტალურად გაივლის სერვისების უწყვეტობის კომპონენტში ზედამხედველობას. ასევე, იმ ფინანსური ანაზღაურების კომპონენტსაც, რა ფინანსური ანაზღაურების ფარგლებშიც მიეწოდებათ მოქალაქეებს ეს მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში