აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

07 ოქტომბერი 2020, 11:10 1231 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

გარდაცვლილია 65 ქალი და 70 წლის მამაკაცი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მათი გარადჩენა ვერ მოხერხდა.

"65 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

70 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, თიკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. თანმხლები დაავდებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უმარისობა, ღვიძლის ციროზი. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში