საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

07 ოქტომბერი 2020, 10:51 1840 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 62 გახდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.

„ოთხი გარდაცვლილია, მათ შორის არის ორი აჭარაში, 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, თანმხლები დაავადებებით, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალბატონი, თერჯოლაში გარდაიცვალა, ერთი თბილისში, 83 წლის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 348 პირი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში