''ერთიანი საქართველოს'' ოფისში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ნინო ბურჯანაძემ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები მიიწვია. პარტიის ლიდერის განაცხადებით ისინი უკვე გაეცნენ წინასაარჩევნო პროგრამას და გათვალისწინებული იქნება მათი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლის შემდეგაც საარჩევნო პროგრამა საბოლოო ფორმას მიიღებს.
შეხვედრის მონაწილე ექსპერტების თქმით, მათ ყურადღება გაამახვილეს მცოცავი ოკუპაციისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საკითხებზე.