ფიჭვნარის დასახლების მცხოვრებლების პროტესტი

06 ოქტომბერი 2020, 18:03 1439 ნახვა

მორიგი აქცია გამართა ფიჭვნარში მცხოვრებლებმა მოსახლეობამ ქობულეთის მერიასთან და ქართული  ოცნების ოფისთან. ისინი   ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე, წლების წინ მათ მიერ თვითნებურად დაკავებული მიწებზე კომპენსაციების გაცემას ითხოვენ. ტერიტორიაზე, კომპანია  „გრინ რეზორთი“ მწვანე ქალაქის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.   

ტერიტორიაზე  სამუშაოები რამდენიმე დღეა შეჩერებულია. შეკრებილებს ქობულეთის მერის მოადგილეები შეხვდნენ.  ლევან ზოიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, ინვესტორთან ჰქონდათ კომუნიკაცია.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი