მეციტრუსეები შემცირებულ მოსავალს ელოდებიან

06 ოქტომბერი 2020, 14:43 1488 ნახვა
00:00
00:00

ციტრუსის მოსავალი   წელს შარშანდელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია.  ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.  გიორგი სურმანიძის ინფორმაციით, წელს დაახლოებით 40 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს  ელოდებიან.  მინისტრი ირწმუნება, რომ შექმნილი ვითარება ციტრუსის ექსპორტის შეფერხებას არ გამოიწვევს და ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე  მათი რეალიზაციის  პრობლემა არ იქნება.  სამინისტროში დღეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ისინი ნარინჯისფერი რთველის  დადგომამდე მინისტრისგან პირველ რიგში,  ლოჯისტიკური  პრობლემების დროულად მოგვარებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი