შუახევის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

22 ნოემბერი 2024, 17:55 225 ნახვა

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა შუახევშიც. 2025 წლის საწყისი ბიუჯეტი გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 9 მილიონ 240 ათასი ლარით გაიზარდა და 31 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი გაზრდილია მუნიციპალური მომსახურების ყველა სფეროში. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მუნიციპალური სერვისების განვითარება.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებით, წინადადებებითა და შენიშვნებით არაუგვიანეს 25 ნოემბერს დაუბრუნებს. თავის მხრივ, შუახევის მერია ბიუჯეტის პროექტის იმავე, ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში