კოვიდ-19 დაუდასტურდა პირველი კლასის მოსწავლეს თბილისში. 21-ე საჯარო სკოლაში ინფიცირებული მოსწავლის კლასელები დღეს არ მისულან, თუმცა სასწავლო პროცესი სხვა კლასებში გრძელდება. დირექტორი აცხადებს, რომ სადენზიფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა შენობაში. გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში, ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგები მიიღებენ. კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა თბილისში. ინფიცირებულია მეთორმეტე კლასელი. სასწავლო პორცესი აქ არ შეწყვეტილა, რადგან სკოლაში მხოლოდ მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები დადიან.