6-დან 11 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

06 ოქტომბერი 2020, 13:12 2551 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 6-დან 11 ოქტომბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

"6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა 30 მ/წმ - ს გადააჭარბოს"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში