საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

06 ოქტომბერი 2020, 10:49 1254 ნახვა

ს​აქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ჯამში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 58 გახდა.

საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9245 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 4 887 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში