აქცია ყოროლისთავში

05 ოქტომბერი 2020, 15:06 7064 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყოროლისთავში ფაღავების სახლთან მეწყერი განვითარდა.  როგორც ოჯახი გვიყვება  სტიქიური პროცესები აქ ორი წლის წინ გააქტიურდა და 11 წევრიან ოჯახს საფრთხე შეუქმნა. სწორედ ამ დრომდე ისინი გეოლოგების მიერ ტერიტორიის შესწავლას ითხოვენ. მათი თქმით მეწყრული პროცესების  განვითარებას ხელს გაუმართავი სანიაღვრე არხები უწყობს.  ისინი სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვენ და სწორედ ამ მიზნით დღეს აქცია გამართეს.  

რა გადაწყვეტილებას მიიღებს  თვითმმართველობა  ფაღავების ოჯახთან დაკავშირებით მერიაში კომენტარი ამ წუთებში კეთდება, ცნობილია, რომ უწყება საკითხს შეისწავლის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი