ვეცდებით, რომ მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს

05 ოქტომბერი 2020, 13:14 878 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქტიურად თანამშრომლობენ, იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს. აღნიშნულ საკითხზე ეკატერინე ტიკარაძ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

''არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ცესკოსთან, გვაქვს პროდუქტიული თანამშრომლობა. ნამდვილად ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი. საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ დააყენებს დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე. 

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში