დღის ბოლოს ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა

04 ოქტომბერი 2020, 20:20 1147 ნახვა

რამდენიმე დღეა  ბათუმში  ლევან რატიანი კლინიცისტების გუნდთან ერთად კოვიდის მართვის პროცესს ეცნობა,  მედიკოსები    ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ,მათი შეფასებით  კლინიკის  ტექნიკური და პროფესიონალთა რესურსი კოვიდის მართვისთვის შედგენილ პროტოკოლსა და სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.  

მედიკოსები  პაციენტების მართვასთან დაკავშირებით გამოცდილებას  ხვალიდან სხვა კლინიკებსაც გაუზიარებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა დღეს საღამოს გაიმართა, ინფორმაცია და  ვიდეომასალა აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში