ქედაში საარჩევნო უბნების ნაწილია ადაპტირებული

04 ოქტომბერი 2020, 15:15 687 ნახვა

ქედის #80-ე  ოლქში 31 საარჩევნო უბნიდან ნახევარი  შშმ  პირებისთვის ადაპტირებული არ არის. ოლქის თავმჯდომარის თქმით, იმ უბანზე სადაც  შესაბამისი  ინფრასტრუქტურა არაა, ამომრჩევლის მიმართვის შემთხვევაში, მას სპეციალურ სიაში დაარეგისტრირებენ და იმ უბანზე ექნება ხმის მიცემის უფლება რომელიც ადაპტირებულია.

ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამომრჩეველმა განაცხადით ოლქს კენჭისყრამდე 6 დღით ადრე უნდა მიმართოს.  ქედაში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 15 ათას 693 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მონაცემები გასული წლების თითქმის  იდენტურია რაც  შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში