ირკვევა, რომ თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს, ერთი წლის წინ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, მაშინ ბინაში საეჭვო კუსტარულად დამზადებული დანადგარი არ ყოფილა.
ხანდაზმული ცოლ-ქმრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ახლა სწორედ კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა სახელდება. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.