სტიქიის ეპიცენტრის, სოფელ ქვედა ჯოჭოს გეოლოგიური შესწავლა აქტიურად გაგრძელდება. ადგილს იქ სადაც მეწყერმა 5 ადამიანი იმსხვერპლა სპეციალისტები შეისწავლიან. კვლევას დაექვემდებარა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებიც. დასკვნა მას შემდეგ დაიდება, როცა სპეციალისტები ოჯახებს აღწერენ, დაათვალიერებენ და შეაფასებენ იქ არსებულ გეოლოგიურ ვითარებას. კვლევის პროცესში ამჯერად მოსახლეობას განცხადებების დაწერა არ დასჭირდება.
გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ინფორმაციით, სოფელი შესწავლილია, დასკვნები გაცემულია და არაერთი მეწყრული უბანია სოფელ ჯოჭოში. ხვალ აჭარის მთავრობაში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც სოფელ ქვედა ჯოჭოში სამუშაოების ჩატარების საბოლოო დეტალებზე შეჯერდებიან.