ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებსა და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე იმსჯელეს. საქართველო მოწინააღმედეგე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და დიალოგისთვის თბილისს სთავაზობს.
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს კი მიმართვას ძალადობის შეწყვეტის მიზნით ყველა ზომა მიიღონ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო მოქმედებს კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში. მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშუტებით, სამხედრო ტვირთების გატარებაზე, ორივე ქვეყნის მიმართულებით.
ასევე ორივე ქვეყნის მიმართულებით საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად ხორციელდება. სუსის უფროსმაც გააკეთა განცხადება და დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით.