სტიქიის შედეგად ხელვაჩაურში გაზსადენის დაზიანების გამო აბონენტების ნაწილს გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება. დაზიანებები დაფიქსირდა ბათუმისა და ხელვაჩაურის სხვადასხვა ტერიტორიაზე. ‘’სოკარ ჯორჯია გაზის’’ ინფორმაციით უახლოეს საათებში ბუნებრივი გაზის მიწოდება 200 აბონენტს აღუდგება.
დარჩენილ 50 აბონენტს კი ბუნებრივი აირი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიეწოდება.