ხელვაჩაურში, აბონენტების ნაწილი ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშეა

02 ოქტომბერი 2020, 20:13 1228 ნახვა

“სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, გუშინდელი სტიქიის შედეგად, ხელვაჩაურში დაზიანდა გაზსადენი ქსელი. რის გამოც, სოფელ ზანაქიძეების უბნის 23 აბონენტს გაზი არ მიეწოდება.

დაზიანებები დაფიქსირდა ბათუმის და ხელვაჩაურის სხვადასხვა ტერიტორიაზეც, რის შედეგადაც 200 აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ადგილზე, პრობლემური რჩება 50-მდე აბონენტი, სადაც გაზსადენი საერთოდ მოშლილია და საჭიროა მათი ხელახლა რეაბილიტაცია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, ეტაპობრივად აღუდგებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში