სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი ავტომობილი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. მაშველებმა მანქანაში ორი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
სამძებრო სამუშაოები გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მეწყერმა საცხოვრებელი სახლიც ჩაიტანა, ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებენ. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
''ამინდი გაუარესდა და ეს გარკვეულ შეფერხებებს იწვევს, თუმცა მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და გაგრძელდება გაუჩინარებულების ძებნა. ამ დროისთვის მანქანიდან გადმოყვანილი პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს'' - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.
რაც შეეხება ავტომობილს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.