სოფელ ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

02 ოქტომბერი 2020, 12:20 1560 ნახვა

სოფელ ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. გუშინ განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა სოფლებში ელექტროსადენები მთლიანად წაიღო.

აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს, მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მასალები, რომ მოხდეს ქსელის გამართვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში შემავალ სხვა სოფლებს. ამ დროისათვის, ხელვაჩაურის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის დიდი ნაწილი, დილით უკვე აღდგენილი იყო.

ღამით აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში ძლიერმა წვიმამ დააზიანა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. მოვარდნილმა მეწყერმა წაიღო ბოძების ნაწილი.

 „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურმა ბრიგადებმა ღამითვე დაიწყეს აღდგენითი სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში