გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში, სოფელ ვარშალომიძეებში მეწყერი განვითარდა. ჩამოშლილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი და ორი ავტომობილი დააზიანა.
მსგავსი ვითარება ხელვაჩაურის კიდევ რამდენიმე სოფელშია. დაზიანებულია ავტომობილები და საავტომობილო გზა. მოქალაქეები გზების გაწმენდას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
ადგილობრივები ხელვაჩაურის მერიას თხოვნით მიმართავენ დროულად მოხდეს რეაგირება, ზარალის დათვლა და დაზარალებული ოჯახების დახმარება.